მეუფე პეტრე:   მამა გიორგის ბევრი სიკეთე გააჩნია დედა ეკლესიის წინაშე

მეუფე პეტრე: მამა გიორგის ბევრი სიკეთე გააჩნია დედა ეკლესიის წინაშე

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად შევიდა. როგორც მეუფე პეტრემ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ნამდვილად ბევრი სიკეთე გააჩნია დედა ეკლესიის წინაშე.

”პატრიარქი კარგად იცნობს მამა გიორგის და მას ნამდვილად ბევრი სიკეთე გააჩნია დედა ეკლესიის წინაშე. ვფიქრობ, სულიერი შეფასებით, შეიძლება განვიხილოთ ორი შემთხვევა. ერთი აუცილებლად აღმოჩნდება ჯვარცმული ავაზაკი - მამაო, რომელიც ცხონდა და პირველი შევიდა სასუფეველში, ან ეს დაშვებული განსაცდელი მას სულის საცხოვნებლად ეყოფა”, - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ.