დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად ე.წ. მატროვოს ციხესთან მისი მოგვარეები შეიკრიბნენ

დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად ე.წ. მატროვოს ციხესთან მისი მოგვარეები შეიკრიბნენ

სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებასთან დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად, მამალაძის გვარის რამდენიმე წარმომადგენელია შეკრებილი.

მათი განცხადებით, ისინი დეკანოზის უდანაშაულობაში დარწმუნებული არიან.

როგორც ნინო მამალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დანამდვილებით ვერავინ იტყვის ვერაფერს, სანამ გამოძიება არ დასრულდება.

„ჩვენი თხოვნააა, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ღმერთის წყალობით, ყველაფერი იქნება კარგად. ჩვერ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ არავითარი ბრალეულობა არ გამოიკვეთება და უბრალოდ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე. გვინდა, მამა გიორგიმ გაიგოს, რომ ჩვენ, მამალაძეები მის გვერდით ვართ, მთელი გვარი, სოფელი ვართ მის გვერდით და ღვთის წყალობით. ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა ნინო მამალაძემ.