ანკარა არ აპირებს ტერორიზმთან ბრძოლაში უკან დახევას, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
მისი თქმით, ტერორიზმის საფრთხეს გლობალური ხასიათი აქვს, რომლის უგულვებელყოფა არ შეიძლება.
„არ შეიძლება სხვების ტანჯვის იგნორირება მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს თქვენ არ ხართ ტერორისტული აქტების ობიექტი. ტერორისტებისადმი ტოლერანტული დამოკიდებულება დაუშვებელია“, - აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
ჩავუშოღლუს თქმით, ანგელა მერკელის ანკარაში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის ხელისუფლებამ ბერლინს მოსთხოვა ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერების გადმოცემა.
„მსგავსი მოთხოვნების გახმოვანება თურქეთის კანონიერი უფლებაა. ტერორიზმთან ბრძოლაში გაჩერება არ შეიძლება“, - დასძინა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.