რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, 18 თებერვალს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „ქართული იდეა“ საპროტესტო აქციას გამართავს, რომელზეც ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირებების შესრულებას მოსთხოვს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“„ქართული იდეიდან“ აცნობეს, საპროტესტო აქციაზე ხელისუფლებისადმი 14 მოთხოვნას დააყენებენ. „კერძოდ, შეჩერდეს უცხოელებზე მიწის გასხვისება, ვიდრე საზოგადოების ფართო ჩართულობით და გამჭვირვალედ მიწის კოდექსი არ შემუშავდება; საქართველოს მიწა-წყალი და ბუნებრივი წიაღისეული ქვეყნის სტრატეგიულ რესურსად ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ დაკანონდეს; პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ამოიღოს ორი მუხლი: სექსუალური უმცირესობა და გენდერული იდენტობა; საქართველოს საერთაშორისო (შელახული) იმიჯის აღსადგენად პოლიტ-ელიტამ სასწრაფოდ გამართოს რეალური (და არა პიარტექნოლოგიური) მოლაპარაკებები აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან; დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთის ხელისუფლებასთან და გადაიდგას რეალური ნაბიჯები ქვეყნის დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად; სასწრაფოდ შეჩერდეს დასაქმებული მოქალაქეების სამსახურებიდან მასობრივი დაუსაბუთებელი დათხოვნა და ყველა უკანონოდ გათავისუფლებული პირი დაუყოვნებლივ აღდგეს თავის სამსახურში და სხვა“, - აცახდებენ „ქართული იდეის“ წევრები.