საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში პოლიციის მიერ ძალის გადამეტების წინააღმდეგ მიმართული აქციები გრძელდება.
ამჯერად, შეტაკება ქალაქ ბობიგნიში მოხდა. აქციის მონაწილეებმა სამართლადამცავების მისამართით ბოთლები და ბლაგვი საგნები ისროლეს, საპასუხოდ კი პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
საპროტესტო ტალღა საფრანგეთში 2 თებერვალს მომხდარი ფაქტის გამო დაიწყო - მოქალაქეები ფერადკანიანი ახალგაზრდა მამაკაცის სავარაუდო გაუპატიურების ფაქტს გმობენ, რაშიც სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლებს ადანაშაულებენ. დაზარალებული კი ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფება. 7 თებერვალს ის ქვეყნის პრეზიდენტმაც მოინახულა.