პაკისტანში თვითმკვლელის მიერ თავის აფეთქებას 70 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში თვითმკვლელის მიერ თავის აფეთქებას 70 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე, 70 ადამიანი დაიღუპა პაკისტანში, ერთ-ერთ ტაძარში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. 
მომხდარის შედეგად, 150-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ბევრი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. აფეთქება ქალაქ სეხვან-შარიფში მოხდა. თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა ცნობილი ფილოსოფოსის მავზოლეუმში აიფეთქა, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტაძარია. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც შენობაში მორწმუნეები საღამოს ლოცვისთვის შეიკრიბნენ.

ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებები პაციენტების რაოდენობას ვერ აუდიან. დაშავებულები სხვა ქალაქების საავადმყოფოებში გადაჰყავთ. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.