ნატო აღშფოთებულია რუსეთის მხრიდან აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების განმტკიცებით, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ რუსეთი ურთიერთობებს აღრმავებს საქართველოს რეგიონებთან - აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან. ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, უარი თქვას ამ რეგიონების აღიარებაზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა საქართველო-ნატო-ს კომისიის თავდაცვის მინისტრების დონეზე შეხვედრის შემდეგ.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ „ნატო განაგრძობს საქართველოს დახმარებას ნატო-ში გაწევრიანების გზაზე“.