როგორ დავზოგოთ თანხა გრძელვადიანი სესხის აღებისას

როგორ დავზოგოთ თანხა გრძელვადიანი სესხის აღებისას

საფინანსო სექტორი პროდუქტების ფართო არჩევანს გვთავაზობს. ნებისმიერი ბანკი თუ საკრედიტო კომპანია ცდილობს საუკეთესო შეთავაზება გააკეთოს, რათა მოიზიდოს მომხმარებელი, გასცეს სესხი მოზიდული ანაბრების შედეგად და გაზარდოს მოგება. მომხმარებლებისთვის ხშირად რთულია საუკეთესო პირობის სესხის შერჩევა, შეთავაზება ბევრია, არჩევანის გაკეთება კი რთული. როგორ უნდა შევარჩიოთ  დაბალპროცენტიანი სესხი, რა უნდა გავითვალისწინოთ კრედიტის აღებისას და როგორ უნდა დავზოგოთ ფული?

საფინანსო ბაზარზე წარმოდგენილი სესხები შეგვიძლია დავყოთ მოკლევადიან და გრძელვადიან სესხებად. გრძელვადიანი სესხი საშუალებას გვაძლევს ხანგძლივი პერიოდით აიღოთ თანხა. ასეთი ტიპის კრედიტებია; სამომხმარებლო, ავტო, იპოთეკური, სტუდენტური სესხი. მათ მისაღებად მოითხოვება სტაბილური შემოსავალი და დადებითი საკრედიტო ისტორია. ხშირ შემთხვევაში გრძელვადიანი სესხის ასაღებად საჭიროა თავდები ან ქონებით უზრუნველყოფა. კრედიტორი თანხის გაცემამდე ამოწმებს კლიენტის საკრედიტო ისტორიასა და მის გადახდისუნარიანობას. გრძელვადიანი სესხები გაიცემა ერთი ან რამდენიმე წლის ვადით. მოკლევადიანი სესხების ოდენობა კი მცირეა. მათი დაფარვის ვადა არ აღემატება ერთ თვეს. ამ ტიპის კრედიტს მიეკუთვნება სწრაფი სესხი.

რა უნდა ვიცოდეთ სესხის აღებისას?

ყველა მომხმარებლის სურვილია დაზოგოს ხარჯები და შეარჩიოს ისეთი კომპანია, სადაც უკეთესი პირობის საკრედიტო პროდუქტით ისარგებლებს. სესხის აღებისას ყველაზე მნიშვნელოვანი დაბალპროცენტიანი კრედიტის შერჩევაა. რა უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ ჩვენი ხარჯები მინიმუმამდე შევამციროთ?

 

  • სესხის ხარჯების შესახებ ინფორმაციის გაცნობა – ნებისმიერი საკრედიტო პროდუქტის შერჩევისას მნიშვნელოვანია დეტალურად გავეცნოთ პირობებს. კომპანიები ხშირად გვთავაზობენ საკრედიტო პროდუქტებს 0%-ში, მაგრამ ეს არ მოიცავს სესხის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს. რეალური ხარჯის გამოსათვლელად მნიშვნელოვანია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ცოდნა. ეს გვეხმარება განვსაზღვროთ თუ რა დამატებით ხარჯთან შეიძლება იყოს დაკავშირებული პროდუქტით სარგებლობა.

 

  • სესხის ხელშეკრულების გაცნობა – sesxebi განსხვავებული პირობებით გაიცემა. თანხის მიღებამდე  ხელშეკრულებას ვაწერთ ხელს და ვეთანხმებით. აუცილებელია თითოეულ პუნქტს დეტალურად გავეცნოთ, რათა თავიდან ავირიდოთ მოულოდნელობა და ბიუჯეტი ზუსტად გავანაწილოთ.

თუ კრედიტის გადახდას ვერ ახერხებთ დროულად, უმჯობესია კომპანიას დაუკავშირდეთ, რათა ისარგებლოთ გადავადებით. თუ მიმდინარე ვალდებულებების გადახდისთვის არ გაქვთ საჭირო რესურსი,  სესხების გაერთიანება სწორი არჩევანი იქნება.

სამომხმარებლო სესხი თუ განვადება?

სამომხმარებლო სესხი და განვადება ორივე სამომხმარებლო ტიპის კრედიტია, მაგრამ ერთმანეთისგან განსხვავდება. განვადებით სარგებლობა შესაძლებელია იმ მაღაზიაში, სადაც კონკრეტული ნივთის შეძენა გვინდა. სამომხმარებლო სესხის მიზნობრიობა უფრო ფართოა. სესხის აღებისას კონკრეტული ნივთის შეძენის გარდა, საშუალება გვაქვს სხვა საჭირო ხარჯებიც დავფაროთ.

ბანკები ხშირად გვთავაზობენ 0%-იან განვადებას, თუმცა ეს შეთავაზება ხშირად იმას არ ნიშნავს, რომ მომხმარებელს არ აქვს ზედმეტი ხარჯი. განვადებას თან ახლავს სესხის მომსახურების, დამტკიცების საკომისიო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს მაინც უწევს იმაზე მეტი თანხის გადახდა, ვიდრე თავიდან ისესხა. როდის უნდა მივმართოთ ამ სერვისებს და რომელი მათგანით სარგებლობა ჯობია? თუ ნივთის შესაძენად 1000 ლარამდე თანხა გჭირდებათ, უმჯობესია განვადებით ისარგებლოთ. ხოლო თუ  სესხი 3000 ლარამდე გინდათ ან კიდევ უფრო მეტი და თანაც გრძელვადიანი პერიოდით, მაშინ სამომხმარებლო სესხი აირჩიეთ.

საუკეთესო ვარიანტის შერჩევა Credy24-ის დახმარებით

საქართველოში უამრავი საფინანსო კომპანია გასცემს სესხს. თითოეული მათგანი განსხვავებულ პირობებს გვთავაზობს. როგორ უნდა მოვიქცეთ თუკი ვერ ვარჩევთ საუკეთესო პირობის საკრედიტო პროდუქტს. როგორ უნდა შევარჩიოთ ხელსაყრელი პირობის სესხი?

Credy 24- ის დახმარებით პრობლემის მოგვარება უკვე მარტივად შეიძლება. ვებგვერდზე მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ კომპანიების პირობებს, შეადარონ და ისე გააკეთონ არჩევანი თუ რომელ კრედიტორთან აიღებენ სესხს. ვებგვერდზე შესაძლებელია შემდეგი პირობების გაცნობა:

 

  • მინიმალური და მაქსიმალური თანხის რაოდენობა, რომელიც შეგიძლიათ ისესხოთ კონკრეტულ კომპანიაში.
  • სესხის გადახდის ვადა.
  • საპროცენტო განაკვეთის ოდენობა.

მომხმარებელს საშუალება აქვს შეარჩიოს თანხის ოდენობა და პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ის შეძლებს კრედიტის დაფარვას. ვებგვერდის გამოყენებით მსესხებელი არჩევს მასზე მორგებულ კრედიტს, ზოგავს დროს და სარგებლობს კომფორტული სერვისით.