მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას, არ გადადგას ”საბედისწერო ნაბიჯი,” რომელიც გულისხმობს „რუსთავი 2-ის” ხელში ჩაგდებას

მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას, არ გადადგას ”საბედისწერო ნაბიჯი,” რომელიც გულისხმობს „რუსთავი 2-ის” ხელში ჩაგდებას

თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, არ ჩაიგდოთ საკუთარი პოლიტიკური მომავალი ძალიან დიდ საფრთხეში და არ მიაყენოთ კიდევ ერთხელ დიდი ზიანი ჩვენს სახელმწიფოს, - ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ”რუსთავი 2-ის” საქმესთან და ნიკა გვარამიას საგამოძიებო უწყებაში დაბარებასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ხელისუფლებას მიმართა. 

ბოკერია მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას, არ გადადგას ”საბედისწერო ნაბიჯი,” რომელიც გულისხმობს „რუსთავი 2-ის” ხელში ჩაგდებას და ნიკა გვარამიას დაკავებას. 

”საქართველოშიც და საქართველოს ფარგლებს გარეთაც ბოლო წლების განმავლობაში ყველასთვის ნათელია, რომ ეს კამპანია ”რუსთავი 2-ის” წინააღმდეგ არის პირადად ბიძინა ივანიშვილის და მისი უახლოესი გარემოცვის მიერ ორგანიზებული და არის წმინდად პოლიტიკური ხასიათის. 

აქამდეც ივანიშვილმა და მისი მარიონეტების გუნდმა ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ქართულ დემოკრატიას, ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ინსტიტუტებს, მაგრამ შემიძლია სრული რწმენით ვთქვა, რომ ნაბიჯი ”რუსთავი 2-ის” ხელში ჩაგდების, ნაბიჯი ”რუსთავი 2-ის” ჩახშობის ან შესაძლო დაკავება ”რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის, იქნება ყველა სხვა ზიანთან შედარებით ყველაზე უფრო დიდი ზიანის მომტანი ქართული დემოკრატიისთვის. ამას მოჰყვება შეუქცევადი პროცესები. შეუქცევადი პროცესები, პროტესტისა ქართული საზოგადოების მხრიდან. ჩვენს ხელისუფლებას, ივანიშვილს და მის გარემოცვას ჯერ კიდევ აქვს შანსი, მათთვის საბედისწერო ეს ნაბიჯი არ გადადგას. 

თქვენ გაქვთ შანსი ჯერ კიდევ, არ ჩაიგდოთ საკუთარი პოლიტიკური მომავალი ძალიან დიდ საფრთხეში და არ მიაყენოთ კიდევ ერთხელ დიდი ზიანი ჩვენს სახელმწიფოს,” - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

მისივე თქმით, აქცია, რომელიც 19 თებერვალს დაანონსდა, არის საკვანძო მომენტი ქართული დემოკრატიისთვის. 

”ის აქცია, რომელიც იქნა დაანონსებული, ჩემი აზრით, არის საკვანძო მომენტი ქართული დემოკრატიისთვის და მე დარწმუნებული ვარ, კვირას და შემდეგი დღეების განმავლობაში, ამ პროტესტს შეუერთდება ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი. მე არ ვგულისხმობ რაოდენობას, მე ვგულისხმობ შინაარს და დატვირთვას ამ პროტესტის. ეს ამბავი არ ჩაივლის ისე, როგორც შეიძლება ივანიშვილს ეგონოს, ამის გარანტიას ქართული საზოგადოება იძლევა. 

მოვუწოდებ პირადად ივანიშვილს, ან მათ ვინც აპირებს, რომ შეასრულოს მისი ეს დანაშაულებრივი ბრძანებები, არ გადადგათ ეს ნაბიჯი,” - განაცხადა გიგა ბოკერიამ.