პატრიარქი პალატაში გადაიყვანეს

პატრიარქი პალატაში გადაიყვანეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჩვეულებრივი რეჟიმის პალატაში გადაიყვანეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის პირადმა ექიმმა შალვა პეტრიაშვილმა განუცხადა. პეტრიაშვილის თქმით, მისი უწმინდესობა თავს კარგად გრძნობს და მას, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გაწერენ საავადმყოფოდან.

შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია გერმანიის კლინიკაში გუშინ ჩაუტარდა.