„საქართველოს ბიზნესასოციაციის“ საფინანსო კომიტეტის სხდომას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა დაესწრო

„საქართველოს ბიზნესასოციაციის“ საფინანსო კომიტეტის სხდომას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა დაესწრო

„საქართველოს ბიზნესასოციაციის“ საფინანსო კომიტეტის 2017 წლის პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ გაგუა დაესწრო.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა, შეხვედრაზე ხაზი გაესმება ფისკალურ პოლიტიკას, თუ რა მოლოდინები არის 2017 წელს.

„საინტერესო იქნება ინფორმაციის მიღება მთავრობის წევრებისგან ლარიზაციასთან დაკავშირებით. შემიძლია ჩვენი ბანკის მაგალითზე მთავრობის წევრებსა და ასოციაციის წარმომადგენლებს გავუზიარო ჩვენი ხედვა, რა არის დღემდე გაკეთებული და რისი გაკეთებაა შესაძლებელი. განსაკუთარებით მინდა ხაზი გავუსვა ორ სტრატეგიულ მიმართულებას - ეს არის კაპიტალის ბაზრის რეფორმა და მეორე - საპენსიო რეფორმას, რომელზეც მთავრობას საუბარი ჰქონდა 2016 წელს და ალბათ, დღეს არის დრო, როდესაც აქტიურად უნდა ჩაერთოს ჩვენი ასოციაცია ამ მუშაობაში. ჩვენ გვაქვს მზადყოფნა და ვფიქრობთ, რომ ეს ორი რეფორმა საქართველოში არის გასატარებელი და გვინდა, ბოლომდე ჩართულები და მონაწილეები ვიყოთ ამ პროცესების“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა მსგავის ტიპის შეხვედრების გამართვას მიესალმა.

„ეს იყო მორიგი შეხვედრა ბიზნესასოციაციასთან, სადაც ვისაუბრეთ ეკონომიკის მიმდინარე საკითხებზე, დაგემილ და მიმდინარე ცვლილებებზე, რომლებიც განხორციელდა, ასევე გასულ წელს ინიცირებული რეფორმების შედეგებზე, როგორ მიმდინარეობს და მთავრობის გრძელვადიან გეგმებზე. იყო საინტერესო აზრების გაცვლა-გამოცვლა. მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.