"ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, როგორც განვაცხადეთ, ჯანდაცვაა. მოსახლეობამ თავისი პირველადი სამედიციონო მოთხოვნილებები უნდა დაიკმაყოფილოს. უბედურებაა, რაც ხდება: ხალხი ლამის უწამლოდ იხოცება. ეს მყისიერად უნდა აღმოიფხვრას.“
"ჩვენი გამარჯვება უფრო ადვილია, ვიდრე ტერიტორიების დაბრუნება, მაგრამ ესეც აუცილებლად მოხდება. მეორე დღესვე დავიწყებთ რუსეთთან მოლაპარაკებებს. უნდა შევეცადოთ აღვადგინოთ ოს და აფხაზ ძმებთან დანგრეული ხიდი. ამის ძირითადი გასაღები ისევ ქვეყნის შიგნით არის. ჩვენ უნდა მოვახერხოთ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებული კარგი ქვეყნის მოწყობა. საზღვრები რომ გავხსნათ, საქართველოს ნახევარი მოსახლეობა გაიქცევა საქართველოდან. ჩვენ უნდა დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება და უნდა ვიმუშაოთ რამდენიმე ფრონტზე. მთავარი კი არის, რომ კარგი ქვეყანა უნდა ავაშენოთ, რომ ადამიანებს სწრაფვა ჰქონდეთ ჩვენსკენ. ამერიკაც და დასავლეთიც მეტად დაგვიჭერს მხარს, როცა დაინახავს ჩვენს რეალურ სვლას დემოკრატიისკენ. გარკვეულ პერიოდში აუცილებლად დავიბრუნებთ ტერიტორიებს, შესაძლოა ამას ძალიან მცირე დროც ეყოს, შესაძლოა ძალიან დიდიც დასჭირდეს."
„ვაგრძელებ ბრძოლას ყველანაირი საშუალებით, რაც კი მაქვს. მე დავრჩები კოალიციის ლიდერად. არჩევნების წინ კი კოალიცია ბლოკად გადაკეთდება. ბლოკის სახელი იქნება „ივანიშვილი - ქართული ოცნება.“ პირველ ნომრად ვინ იქნება წარდგენილი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ხალხისთვის შესაბამის განმარტებებს გავაკეთებთ და მათ ეცოდინებათ, ვის უნდა მისცენ ხმა.“
„ჩვენთვის 27 მაისი ძალიან მნიშვნელოვანია და თბილისის მოსახლეობამ მოსვლა არ უნდა დაიზაროს. რაც მეტი ხალხი მოვა, სააკაშვილი მით უფრო სწრაფად დაიხევს უკან და არჩევნების მოგება უფრო გაგვიადვილდება. არჩევნები ყოველგვარი ძალადობის გარეშე უნდა მოვიგოთ."
ბიძინა ივანიშვილი