ნიკა მელია:   მანანა კობახიძე იქნება მიკერძოებული მოსამართლე

ნიკა მელია: მანანა კობახიძე იქნება მიკერძოებული მოსამართლე

სამწუხაროდ, მანანა კობახიძე წლების განმავლობაში აკეთებდა ისეთ წარმოუდგენელ განცხადებებს, რომლებიც ნამდვილად რთულად ჯდება მოსამართლეობის მსურველი ადამიანისთვის დამახასიათებელ განცხადებებში, - ამის შესახენ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განუცხადა.

მელიას თქმით, კობახიძის პოლიტიკური საქმინობა კარგად მიუთითებს იმაზე, რომ ის ბიძინა ივანიშვილს ემსახურება.

„მანანა კობახიძის განცხადებები ეწინაღმდეგება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს პრინციპებს. მისი პოლიტიკური საქმიანობა უკანასკნელი წლების განმავლობაში ნათლად ცხადყოფს, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანს ემორჩილება და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ასეთი ადამიანი რომ წავა მოსამართლედ, ბუნებრივია, ის იქნება მიკერძოებული და დამოკიდებელი - ამაზე თავად კობახიძეს არ აქვს კითხვა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამარლის თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურას კენჭს დღეს უყრის.