აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის ითანამშრომლოს რუსეთთან და მის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპის მრჩეველმა კელიენ კონუეიმ CNN-ის ეთერში განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა უარყო მოსაზრებები თითქოს ტრამპსა და პუტინს მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით კონუეიმ ტრამპის სიტყვები გაიმეორა, რომელიც მან დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთან პრესკონფერეციაზე განაცხადა, რომ „შესაძლოა მას პოზიტიური ურთიერთობები ექნება პუტინთან, შესაძლოა არც ექნება“.
„მაგრამ თუ საუბარი მიდის იმაზე, რომ კონცენტრირება მოვახდინოთ სერიოზულ გლობალურ პრობლემებზე, რადიკალური ისლამური ტერორიზმის განადგურებასა და „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებაზე, მაშინ ტრამპი მზად არის გაერთიანდეს სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც ეს სურთ, მათ შორის ვლადიმერ პუტინთან“, - დასძინა კონუეიმ.