თურქეთში საჯარო დაწესებულებებიდან დაახლოებით 4 500 ადამიანი დაითხოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
საკადრო წმენდა ყველაზე მეტად განათლების სამინისტროს თანამშრომლებს შეეხო, უწყებიდან 2585 თანამშრომელი გაათავისუფლეს, 893 ჟანდარმერიიდან, 88 კი ტელეკომპანია TRT-დან.
თითოეულ მათგანს გასული წლის ივლისში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში ედება ბრალი.