ალეკო ელისაშვილი - სააკაშვილის ხელისუფლებასთან შედარებით მოსმენები გასამმაგებულია

ალეკო ელისაშვილი - სააკაშვილის ხელისუფლებასთან შედარებით მოსმენები გასამმაგებულია

სააკაშვილის ხელისუფლებასთან შედარებით მოსმენები გასამმაგებულია, - ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას განაცხადა. 

კერძოდ, ალეკო ელისაშვილი ეკა ბესელიასთან მიმდინარე სასამართლო დავაზე საუბრობდა, რა დროსაც აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ამ საქმის გამოძიება არ უნდა გასჭირვებოდა, რადგანაც სატელეფონო მოსმენები ამჟამად წინა ხელისუფლებასთან შედარებით გაზრდილია. მისივე თქმით, არ ხდება იმ საქმეების გამოძიება, სადაც არის ხელისუფლების ინტერესი.

”ტელეფონებით ყველას გვისმენენ. გასამმაგებულია მოსმენა სააკაშვილთან შედარებით. 45 ათასი აბონენტი ჰყავთ აყვანილი ერთდროულად მოსმენაზე და ახლა ის სასაცილო მესიჯები ვერ აღმოაჩინეს?! როდესაც ”მაგთი” ეუბნებოდათ, რომ ის მესიჯები ნამდვილად გამოგზავნილი იყო?! ეს ყველამ ვიცით, ვისაც ოდნავ ახლო-მახლო ახლობლები გვყავს, რომლებიც უშიშროებაში მუშაობენ, პირდაპირ ამბობენ, რომ ერთადერთი, რითიც არის ივანიშვილი დაკავებული, ესაა ახალ-ახალი აპარატურა მოაქვს და ყიდულობს უშიშროებისთვის. მოსმენები გასამმაგებულია, სააკაშვილის დროს თუ უსმენდნენ დაახლოებით 10 და 15 ათას აბონენტს ერთდროულად, ახლა უსმენენ 45 ათას აბონენტს”, - განაცხადა ელისაშვილმა.