კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, "საზოგადოებრივ მაუწყებელში" წლების განმავლობაში კატასტროფული ვითარება შეიქმნა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.
ხაინდრავას თქმით, დღეს, "საზოგადოებრივი მაუწყებელი", ფაქტობრივად არ არსებობს.
ხაინდრავა მაუწყებლის ახალ დირექტორსაც აფასებს და აცხადებს, რომ მას სწორი გეგმები გააჩნია.
"ის, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" პრაქტიკულად აღარ არსებობს ჩემთვის დიდი ხანია ცნობილია. უბრალოდ, აბსოლუტურად გაურკვეველია ბორდის იმ წევრის აქტიურობა, რომელიც კაცმა არ იცის რითი იყო დაკავებული ამდენი ხნის განმავლობაში. მაინცდამაინც ვასილ მარლაფერიძე უნდა მისულიყო იქ, რომ ის კატასტროფა, რომელშიც ისინი ყოველდღე იყვნენ და ხედავდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი გამხდარიყო. ბორდი ზუსტად იმისთვის იყო მოწვეული, რომ საზოგადოებას სცოდნოდა სად მიდის ის ათეულობით მილიონი ლარი, რომელსაც ყველა ჩვენგანის ჯიბიდან იღებენ. ვასილმა საზოგადოებას გააცნო რეალური მდგომარეობა. ნათელია, რომ იმ შენობაში ყოფნა სახიფათოა. მთავარია იმ კატასტროფული მდგომარეობის გადარჩენა და გამოსწორება, რომელიც ამ არხზე შეიქმნა",- განაცხადა ხაინდრავამ.
"საზოგადოებრივი მაუწყებელის" ახალი დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე ტელევიზიაში მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს.