"თავისუფლების დაცვის ცენტრმა" სტუდენტური პროექტის - "ახალგაზრდის ხმა პარლამენტში" პრეზენტაცია გამართა.
პროექტისთვის 500 კანდიდატი სტუდენტიდან 240 შეირჩა, რომლებიც ჩაერთვებიან იმიტირებულ საპარლამენტო პროცესებში, შეისწავლიან კანონის წერას და საკანონმდებლო უწყების მუშაობის მთავარ პრინციპებს გაიცნობენ.
"თავისუფლების დაცვის ცენტრი“ სულ რაღაც 3 თვის წინ შეიქმნა, ეს არის ჩვენი გრანდიოზული პროექტი. სტუდენტთა შერჩევის მთავარი კრიტერიუმი მოტივაცია იყო. პროექტის მიზანია სტუდენტებს ვაჩვენებთ პარლამენტის მუშაობის პრინციპი, ასევე გაიმართება იმიტირებული სხდომები, როგორც საკომიტეტო, ასევე პლემარული. სტუდენტები იმუშავებენ კანონმდებლობებზე. გვეყოლებ მოწყეული იურისტები, ექსპერტები, რომლებიც ჩაატარებენ ტრენინგებს და აჩვენებენ პროექტის მონაწილეებს, თუ როგორ იწერებე კანონი, რა ეტაპებს გადის ის, სანამ გადაწყვეტილერბა ძალაში შევა. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი ძლიერი პროექტი", - განაცხადა "პირველთან" საბარში არასამთავრობო ორგანოიზაცია "თავისუფლების დაცვის ცენტრის" თავმჯდომარემ ბესო კალაძემ.
მან ასევე მოუწოდა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტები აკეთონ, რადგან საქართველოში განათლების კუთხით პრობლემები არსებობს და ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლება სჭირდებათ.
პროექტის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს სერთიფიკატები გადაეცემათ.