ახალი მოწვევის პარლამენტმა საშემოდგომო სესიებზე 44 კანონი განიხილა და მიიღო

ახალი მოწვევის პარლამენტმა საშემოდგომო სესიებზე 44 კანონი განიხილა და მიიღო

ახალი მოწვევის პარლამენტმა არასრულ საშემოდგომო პერიოდში 7 საკანონმდებლო პაკეტი და 44 დამოუკიდებელი კანონი მიიღო. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, არასრულ საშემოდგომო პერიოდში პარლამენტი კანონშემოქმედებით საქმიანბას აქტიურად ახორციელებდა.

"ცალკე ვისაუბრებ კანონშემოქმედებით საქმიანობაზე, სადაც პარლამენტი ძალიან აქტიურად ახორციელებდა თავის უფლებამოსილებას. ვიტყვი, რომ განხილული და მიღებული იქნა 7 საკანონმდებლო პაკეტი არასრული თვენახევრის განმავლობაში და, ასევე 44 დამოუკიდებელი კანონი. პარლამენტმა ასევე განახორციელა 13 საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაცია. ამ კუთხით იყო პარლამენტი განსაკუთრებით აქტიური. მე განსაკუთრებით გამოვყოფ 2 ძირითად პაკეტს, რომელზეც მოუწია პარლამენტს მუშაობა. ეს იყო ეკონომიკური რეფორმის პაკეტი, რომელიც მიღებულ იქნა პარლამენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად და ამ რეფორმის პაკეტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება მთავრობის მიერ წარმოდგენილი სწრაფი განვითარების გეგმის განხორციელება. და ასევე ცალკე გამოვყოფ ე. წ. მესამე ტალღის კანონპროექტების პაკეტს, რომლის საფუძველზეც განხორციელდა  უპრეცედენტო რეფორმა მართლმსაჯულების სისტემაში", - აღნიშნა კობახიძემ საგაზაფხულო სესიის გახსნაზე.