პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული წერილებით დასტურდება, რომ ალავიძესა და ქათამაძეზე არავითარი ზეწოლა არ განხორციელებულა

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული წერილებით დასტურდება, რომ ალავიძესა და ქათამაძეზე არავითარი ზეწოლა არ განხორციელებულა

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული წერილებით დასტურდება, რომ მოსამართლეებზე - ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეზე არავითარი ზეწოლა, განსაკუთრებით სასამართლოს შიგნით, არ განხორციელებულა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი წერილებით გაირკვა, რომ არანაირ მუქარას ადგილი არ ჰქონია და თვითონ მოსამართლეებსაც დაკითხვისას არ დაუსახელებიათ არც ერთი კონკრეტრული სახელი და გვარი.

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში მიდიოდა უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლესთან დაკავშირებით ზეწოლაზე საუბარი. გამოთქმული იყო ათასი სპეკულაციური ვარაუდი და საუბარი იყო, რომ მიდიოდა მათზე ზეწოლა. ასევე ასახელებდნენ კონკრეტულ პირებს. დღეს პროკურატურამ გამოაქვეყნა ის წერილები, რომელიც საგამოძიებო ორგანოს მოსამართლეებმა გადასცეს და გაირკვა, რომ აღნიშნულ მოსამართლეებზე არანაირი ზეწოლა, განსაკუთრებით სასამართლოს შიგნით, არ განხორციელებულა. სახელდებოდა კონკრეტული სახელები და გვარები, თუმცა მოსამართლეებიც დაიკითხნენ და მათაც არ დაუსახელებიათ არც ერთი გვარი და სახელი“, - აღნიშნა მურუსიძემ.

მისივე თქმით, სასამართლო მიდის დამოუკიდებლობისკენ, სასამართლო დგას თავის სიმაღლეზე და აქედან გამომდინარე მურუსიძემ მოუწოდა ყველას, რომ გაანებონ თავი სპეკულაციებს და მოსამართლეებს მისცენ მშვიდ ვითარებაში მუშაობის საშუალება.