საგაზაფხულო სესია პარლამენტის ბიუროს სხდომით გაიხსნა. როგორც სხდომის დაწყებისას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის საკითხს. ასევე კობახიძის თქმით, სხდომაზე განხილული იქნება პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებით.
საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა ხვალ, 13.0 საათზე გაიმართება.