ზაზა პაპუაშვილი ნიკა გვარამიაზე:  ბომბივით შევარდა ეთერში, ასე არ იქცევიან არც ერთი კატეგორიის ადამიანები

ზაზა პაპუაშვილი ნიკა გვარამიაზე: ბომბივით შევარდა ეთერში, ასე არ იქცევიან არც ერთი კატეგორიის ადამიანები

ბომბივით შევარდა ეთერში, ასე არ იქცევიან არც ერთი კატეგორიის ადამიანები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ნიკა გვარამიაზე საუბრისას განაცხადა, რითაც ”რუსთავი 2”-ის ეთერში არხის გენერალურ დირექტორსა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს შორის კამათს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ სურპრიზის შესახებ მამუკა მდინარაძე გაფრთხილებული უნდა ყოფილიყო.

”წამყვანს ვეკითხები - თუ წამყვანი ხარ და რაღაც პოზიცია გაქვს, როგორ გივარდება კაცი ეთერში? რომელიმე ჟურნალისტმა ამოიღო ხმა? ან დაიწუნა? პოლიტიკური ფიგურა გამოდის ეთერში, მას ამ სურპრიზის შესახებ ხომ უნდა უთხრათ, ისიც ხომ უნდა მოემზადოს? - ბომბივით შევარდა, ისეთი რაღაცეები იკადრა, ასე არ იქცევიან არც ერთი კატეგორიის ადამიანები. იქ დაინახავდით აღზრდას, ვინ როგორ არის აღზრდილი”, - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში რამდენიმე დღის წინ იკამათეს.