უნდა შეიქმნას სოლიდური დაწესებულება, ხალხმა უნდა იცოდეს, სად არის ”გასაღები” რა შემთხვევაში ირთვება, ვისი უფლებით

უნდა შეიქმნას სოლიდური დაწესებულება, ხალხმა უნდა იცოდეს, სად არის ”გასაღები” რა შემთხვევაში ირთვება, ვისი უფლებით

უნდა შეიქმნას სოლიდური დაწესებულება, ხალხმა უნდა იცოდეს, სად არის ”გასაღები” რა შემთხვევაში ირთვება, ვისი უფლებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პროექტზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

”ფარული მოსმენა თვითონ სიტყვა ცოტა არ მომწონს. ერთხელ და სამუდამოდ, უნდა მივიდეთ რაღაც კონდიციამდე, რომ დამთავრდეს ამაზე საუბარი. ესეთი მოსმენები ალბათ ხორციელდება მაშინ, როდესაც ისეთი ინფორმაციის მოპოვება გინდა, რომელიც მოვლენებს დაასწრებს, დანაშაულს აღკვეთს, ან მნიშვნელოვან სახელმწიფო ინტერესების დამაზიანებელ პროცესს გააჩერებს. უნდა შეიქმნას სოლიდური დაწესებულება, უნდა იცოდეს ხალხმა, სად არის ”გასაღები” რა შემთხვევაში ირთვება, ვისი უფლებით. ეს პროცედურა ყველასთვის ნათელი უნდა იყოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პროექტი მომავალ კვირას, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნისას იქნება ინიცირებული. ის პარლამენტის ბიუროს 7 თებერვლის სხდომაზე წარედგინება. ”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატის ავტორობით მომზადდა.

საკანონმდებლო ცვლილება რამდენიმე კანონში შედის. ძირითადი კანონპროექტი კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურაში ახალი სამსახურის - საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნას ითვალისწინებს, რომელმაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება უნდა უზრუნველყოს.