საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებ, ამაზე ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება

საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებ, ამაზე ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში დანიშნულ პლებისციტზე როგორც საქართველომ, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ უმკაცრესი რეაგირება უნდა მოახდინოს.

“მე ვფიქრობ, რომ როგორც ჩვენ, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ, ამაზე უმკაცრესი რეაგირება უნდა მოვახდინოთ, ყველამ ერთად, რათა მსგავსი გადაწყვეტილებებით კიდევ უფრო არ გავამძაფროთ ის სიტუაცია რაც ჩვენ კონფლიქტის რეგიონებში გვაქვს. ჩვენ, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ დროთა განმავლობაში მიზანმიმართულად მივაღწიოთ, რათა დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები. საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ ამაზე ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადასარქმევად პლებისციტი დანიშნა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, პლებისციტი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დღეს - 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება.