პარლამენტი უარს ეუბნება სასამართლოს მეტ დამოუკიდებლობას, ვენეციის კომისიის ძალიან პრინციპულ პოზიციებს

პარლამენტი უარს ეუბნება სასამართლოს მეტ დამოუკიდებლობას, ვენეციის კომისიის ძალიან პრინციპულ პოზიციებს

პარლამენტი შენიშვნების გაზიარებაზე უარით სასამართლოს მეტ დამოუკიდებლობას ეუბნება უარს, - ასე პასუხობს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე კანონმდებლების კრიტიკას.

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს.

"სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტი არ იყენებს ამ შესაძლებლობას, რომ გაძლიერდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა. ამ უარით იგი უარს ეუბნება სასამართლოს მეტ დამოუკიდებლობას, მეტ გაჯანსაღებას და რაც მთავარია, ვენეციის კომისიის ძალიან პრინციპულ პოზიციებს", - განაცხადა ანა დოლიძემ.

იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.