,,თბილსერვის ჯგუფის“ მოვლა-პატრონობაში არსებულ ბაღებსა და პარკებში ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა

,,თბილსერვის ჯგუფის“ მოვლა-პატრონობაში არსებულ ბაღებსა და პარკებში ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა

შპს "თბილსერვის ჯგუფის" მოვლა-პატრონობაში არსებულ ბაღებსა და პარკებში ვანდალურად დაზიანებულია და მოპარულია სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები. კერძოდ, ვაკის პარკში, ვერის და ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღებში მოპარულია 27 ძირი "ტუია", დაზიანებულია- 484 ძირი "კვიდო" და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი რამდენიმე ნაგავშემკრები კონტეინერი. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ფაქტი დაფიქსირებულია და მიმდინარეობს გამოძიება.