კითხვები, რომლებიც პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით დაისვა, პასუხგაუცემელი დარჩა - არგუმენტაცია იყო ძალიან სუსტი

კითხვები, რომლებიც პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით დაისვა, პასუხგაუცემელი დარჩა - არგუმენტაცია იყო ძალიან სუსტი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კახიანის განცხადებით, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე სათანადო არგუმენტაცია ვერ მოისმინა, ამიტომ ვეტოს მხარს არ დაუჭერს.

კახიანის თქმით, ყველა კითხვა, რომელიც დეპუტატებმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს დაუსვეს, პასუხგაუცემელი დარჩა.

„მე პირადად ვიყავი განწყობილი და მინდოდა მომესმინა პრეზიდენტის არგუმენტები და აქედან გამომდინარე მიმეღო გადაწყვეტილება, დავეთანხმებოდი ვეტოს თუ არა. სამწუხაროდ, კითხვები, რომლებიც დაისვა, პასუხგაუცემელი დარჩა. არგუმენტაცია იყო ძალიან სუსტი, ამიტომ ამ ყველაფერმა მიმიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ პირადად ჩემს მიერ პრეზიდენტის ვეტო არ იქნება მხარდაჭერილი. სავარაუდოდ იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა", - განაცხადა გიორგი კახიანმა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს სასამართლო რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გააცნო.