„ოქროს ბირჟის“ მოვაჭრეებს შენობიდან გადარჩენილი საქონელი გამოაქვთ

„ოქროს ბირჟის“ მოვაჭრეებს შენობიდან გადარჩენილი საქონელი გამოაქვთ

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ დაზარალებული მოვაჭრეების შესვლა გრძელდება. ამ დროისთვის დამწვარ შენობაში „ოქროს ბირჟის“ ოქრო-ვერცხლით მოვაჭრეები შედიან. შენობაში შესვლა რიგრიგობით ხდება. დაზარალებულებს გადარჩენილი საქონელი გამოაქვთ. ისინი ჩანთებით, ნიჩბებით და ფანრებით არიან მისულები.

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი 30 იანვარს გაჩნდა, რიც შედეგადაც რამდენიმე ასეული მოვაჭრე დაზარალდა.