ფრაქცია "ევროპული საქართველო" „რუსთავი 2“-ის საქმეს უკავშირებს პარლამენტში იმ კანოპროექტის ინიცირებას, რომლითაც სამ წლიანი გამოსაცდელი ვადა უქმდება უზენაესი სამართლოს მოსამართლისთვის, რომელსაც სააპელაციო სასამარათლოს მოსამართლეობა სურს.
როგორც კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კანონპროექტის ინიცირების მიზეზი სწორედ „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძესა და მთავრობას შორის დაწყებული მოლაპარაკებაა.
"ჩვენი ინფორმაციით, მოსამართლე ჩინჩალაძესა და მთავრობას შორის მიმდინარეობს უკანონო, დანაშაულებრივი მოლაპარაკება. ჩინჩალაძეს გასდის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 წლიანი ვადა, ახლა სურს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობა. მოგეხსენებათ, გათვალისწინებულია 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა, თუმცა პარლამენტში შემოტანილია კანონპროექტი, რომლითაც, თუ მოსამართლე წარსულში იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, მისთვის უქმდება 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა“, - განაცხადა კანდელაკმა.
მისივე თქმით, „გამოსაცდელი ვადის გაუქმება-არ გაუქმების საკითხი ერთია, თუმცა, როცა ეს ცვლილება ერთი კონკრეტული მოსამართლისთვის ხდება, ეს უკანონობაა“.
კანდელაკის ინფორმაციით, ცვლილების ავტორი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილია.