აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვლის, რომ ცოტა ინფორმაცია არსებობს იმის თაობაზე თუ რა ხდება აღმოსავლეთ უკრაინაში. აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ტელეარხის წამყვანმა ბილ ორეილიმ ტრამპს მიმართა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მეამბოხეებმა, პრორუსულმა ძალებმა დონბასში სიტუაციის ესკალაცია მოახდინეს. ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, ხომ არ აღიქვა მან ეს როგორც შეურაცხყოფა.
„არა, ასე არ აღმიქვამს, ვინაიდან ჩვენ არ ვიცით ზუსტად თუ რა ხდება მანდ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
„ჩვენ არ ვიცით ხდება თუ არა მეამბოხეების კონტროლი. ასეთიც ხდება. ჩვენ ამას გავარკვევთ“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.