პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების დიდი ნაწილი საკმაოდ პრინციპული და მნიშვნელოვანია

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების დიდი ნაწილი საკმაოდ პრინციპული და მნიშვნელოვანია

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების დიდი ნაწილი არის საკმაოდ პრინციპული და მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა. მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" ვეტოს დაძლევის ყველანაირი შესაძლებლობა აქვს.

"გავიგეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ვეტოს დასაძლევად საკმარისი ხმები აქვს, აქ საკითხი სხვანაირად დგას - რამდენად მნიშვნელოვანია საპარლამენტო უმრავლესობისთვის სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის შესაბამისი გარანტიების შექმნა. ის შენიშვნები, რომლებიც წარმოდგენილია, მათი დიდი ნაწილი არის საკმაოდ პრინციპული და მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მომავალში დაზღვეული იქნას რისკები, რათა არ განხორციელდეს ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე და სასამართლოზე", - განაცხადა ტუღუშმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.