ვეტო აუცილებლად დაიძლევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ პაკეტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
ამასთან, თალაკვაძის თქმით, ვეტოს დაძლევამდე უმრავლესობა ”საერთო სასამართლოების შესახებ” საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს განიხილავს.
”ვეტო აუცილებლად დაიძლევა. რაც შეეხება შენიშვნებს და რეკომენდაციებს, რომელიც მოცმეულია ვეტოში, ჩვენ ამას განვიხილავთ ვეტოს დაძლევამდე. იმ საკითხებს, რომელზეც არის საკმარისი არგუმენტაცია, გავითვალისწინებთ კიდეც”, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამ წუთებში პრეზიდენტის ვეტოზე პარლამენტის იურიდიული კომიტეტი მსჯელობს.