ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეუძლია ირანის ბირთვულ პროგრამაზე მიღწეული შეთანხმების გადახედვა, - იუწყება სააგენტო „ბლუმბერგი“.
ზარიფმა ასევე აღნიშნა, რომ არც ევროპა, არც ირანი არ წავლენ ბირთვული პროგრამის შესახებ ახალ მოლაპარაკებებზე.
ურთიერთობა აშშ-სა და ირანს შორის ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ დაიძაბა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ იქნება ირანთან მიმართებაში ისევე „კეთილი“, როგორც ყოფილი პრეზიდენტი ობამა იყო.
დონალდ ტრამპი კრიტიკულად უყურებს 2015 წელს ირანთან მიღწეულ შეთანხმებას ბირთვული პროგრამის თაობაზე.
„ირანი ჩვენ საერთოდ არ გვცემს პატივს. ეს ხომ ნომერ პირველი ტერორისტული სახელმწიფოა. ისინი ყველგან აგზავნიან ფულს და შეიარაღებას“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.