ირანი არასოდეს ყოფილა შემჩნეული რაიმე კავშირში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ან სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან

ირანი არასოდეს ყოფილა შემჩნეული რაიმე კავშირში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ან სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან

ირანი არასოდეს ყოფილა შემჩნეული რაიმე კავშირში „ისლამურ სახელმწიფოსთან“, „ჯებჰათ ან-ნუსრასთან“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

„ირანი არასოდეს ყოფილა შემჩნეული რაიმე კავშირებში „ისლამურ სახელმწიფოსთან“, „ჯებჰათ ან-ნუსრასთან“ ან ამ ტერორისტულ ორგანიზაციებთან აფილირებულ და გაერო-ს უშიშროების საბჭოს სიაში ჩართულ სხვა სტრუქტურებთან“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაამატა, რომ თეირანი ტერორიზმთან ბრძოლის საერთო ძალისხმევის მონაწილე უნდა იყოს.

„ირანს თავისი წვლილი შეაქვს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში და ჩვენ უკვე დიდი ხანია მხარს ვუჭერთ ტერორიზმთან ბრძოლის უნივერსალური ფრონტის შექმნას. დარწმუნებული ვარ, თუ ობიექტურად მივუდგებით ასეთი კოალიციის პოტენციურ მონაწილეებს, ირანი, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო ძალისხმევის ნაწილი უნდა გახდეს“, - დასძინა სერგეი ლავროვმა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი „ნომერ პირველი ტერორისტული სახელმწიფოა“. აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპმა ტელეარხ FoxNews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.