იურიდულ საკითხთა კომიტეტმა მანანა კობახიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

იურიდულ საკითხთა კომიტეტმა მანანა კობახიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურას იურიდულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ფარული კენჭისყრის შედეგებით, კობახიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 11-მა წევრმა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. უმრავლესობის წარმომადგენლებთან ერთად კობახიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა ”პატრიორტთა ალიანსის” წარმომადგენელმა. საპარლამენტო უმცირესობას კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

როგორც ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ განუცხადა, მისი მთავარი სულისკვეთება საკონსტიტუციო სასამართლოში საქმიანობის დროს მიუკერძოებლობა იქნება.

”ვფიქრობ, რომ ყველა კითხვას გავეცი პასუხი. ეს პასუხები შესაძლოა ოპოზიციისთვის იყო მისაღები ან მიუღებელი. როგორი კანდიდატიც არ უნდა წარედგინა ”ქართულ ოცნებას” არც ერთს არ დაუჭერდა მხარს ოპოზიცია. არც ველოდებოდი ოპოზიციის მხრიდან მხარდაჭერას, უბრალოდ, მსურდა მათ კითხვებზე გამეცა პასუხი. დანარჩენი უკვე არის მომავლის საქმე, როდესაც საზოგადოება დაინახავს თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლოს რანგში”, - განაცხადა კობახიძემ.