„თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრი გია ცაგარეიშვილი გარემოს დაცვის მინისტრის მთავარ მრჩევლად დაინიშნა.
როგორც ცაგარეიშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ის მოვალეობის შესრულებას 20 იანვრიდან შეუდგა. ცაგარეიშვილის თქმით, შეთავაზება აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით პირადად მინისტრისგან მიიღო.
”მე ვიყავი გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე პარლამენტში. ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს დაგროვილი ამ მიმართულებით და შევეცდები ეს გამოცდილება გავუზიარო ჩემს კოლეგებს. ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარება იყოს შეუქცევადი”, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
”თავისუფალი დემოკრატები” გია ცაგარეიშვილმა რამდენიმე თვის წინ, პარტიის რამდენიმე ლიდერთან ერთად დატოვა.