ე.წ. კოკაინის საქმეზე ჩემს მიმართ იყო ორკესტრირებული, თითიდან გამოწოვილი, შეკერილი შეტევა, - ამის შესახებ საკომიტეტო მოსმენაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მანანა კობახიძემ განაცხადა.
აღნიშნულ საკითხზე კითხვა კობახიძეს უმცირესობის წარმომადგენლებმა დაუსვეს.
"ეს იყო ორკესტრირებული, თითიდან ვამოწოვილი, შეკერილი შეტევა სწორედ იმიტომ, რომ საჭიროების დროს, ეს ყოფილიყო წამოძახებული. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პირნათელი ვარ. 4 თვე იძია პროკურატურამ, თუმცა ერთი სიტყვაც კი ვერ იპოვა, რომელიც ჩემს მიმართ სისხლის სამართლის საქმის დაწყებას განაპირობებდა", - განაცხადა კობახიძემ.