ფაქტები მიუთითებს, რომ ყოფილი ხელისუფლება ერთიანი სქემით ცდილობს

ფაქტები მიუთითებს, რომ ყოფილი ხელისუფლება ერთიანი სქემით ცდილობს "რუსთავი 2-ის" საქმეზე მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც სურს

ფაქტები მიუთითებს, რომ ყოფილი ხელისუფლება ერთიანი სქემით ცდილობს "რუსთავი 2-ის" საქმეზე მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც სურს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა.

მისი თქმით, ამაზე ბევრი ფაქტი მიუთითებს.

"საკონსტიტუციო სასამართლოში ადრე განვითარებული პროცესი, მამუკა ახვლედიანის მიმართ არსებული ფაქტები. პირდაპირი საფუძველია კორუფციული დანაშაულის და გამოძიება ამითაც უნდა დაინტერესდეს. ადამიანს უჩნდება მილიონიანი ქონება, რასაც წინ უსწრებს ცნობილი საუბარი. ამ ფაქტებით გვიჩნდება საფუძველი, რომ ეს არის ერთი სქემა და სისტემა, რომლის მიზანია სასამართლომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რაც ყოფილ ხელისუფლებას სურს", - განაცხადა ბესელიამ.

ამასთან, ბესელიას თქმით, "რუსთავი 2-ის" და ნიკა გვარამიას მხრიდან სასამართლოზე მიმდიმარეობს შეტევა.

"ვითარება საკმაოდ გართულდა. როგორც ვხედავთ, ძალიან ღიად მიმდინარეობს შეტევა სასამართლოზე „რუსთავი 2“ -ის და გვარამიას მხრიდან. ეს არის კლასიკური მაგალითი სასამართლოზე ზეწოლის. რამდენიმე მოსამართლემ მიმართა გამოძიებას და როგორც საჯარო ინფორმაციებიდან ვრცელდება, სააკაშვილის ხელუსუფლების წარმომადგენლები ცდილობდნენ მათზე ზეწოლას, რომ მიეღოთ მათთვის სასურველი გადაწყვეტილება. ეს არის დასჯადი ქმედება და ველოდებით გამოძიების დასრულებას. შთაბეჭდილება რჩება, რომ „რუსთავი 2“-ის ხელში ჩასაგდებად ბრძოლა და ფრონტი გაიხსნა „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ორ პარტიას შორის და ხელისუფლებისკენ თითის გაშვერა არასამართლიანი და არასერიოზულია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღოს დამოუკიდებლად და არავის მხრიდან არ იყოს ზეწოლა და სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის მცდელობა. ჩემთვის მთავარია, სასამართლომ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. მედიის თავისუფლება, როგორც საკანონმდებლო, ასევე პოლიტიკურ დონეზე უზრუვლეყოფილია", - განაცხადა ბესელიამ.