ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
"კვლავაც მყარად ვრჩები იმ პოზიციაზე, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს არაფერი ეშველება. არასოდეს.
ამასთან ერთად, ძალიან ძვირი ჯდება, ვერ ვიღებთ იმის 10% სარგებელს, რაც გვიჯდება და მუდმივად მისი გაუმჯობესების იმედით ვზრდით დაფინანსებას",- აცხადებს გიორგი კლდიაშვილი.
"საზოგადოებრივ მაუწყებელს" დირექტორი გასულ თვეს შეეცვალა. პოსტი ვასილ მარლაფერიძემ დაიკავა.