ვასილ მაღლაფერიძე:   GDS-დან არავითარი ოთხი თანამშრომელი არ მიმიღია, ეს არის ტყუილი

ვასილ მაღლაფერიძე: GDS-დან არავითარი ოთხი თანამშრომელი არ მიმიღია, ეს არის ტყუილი

GDS-დან არავითარი ოთხი თანამშრომელი არ მიმიღია, ეს არის ტყუილი,- ასე პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე გავრცელებულ ინფორმაციას GDS-ის თანამშრომლების ნაწილის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასასვლასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მიღებული არიან მხოლოდ ია ანთაძე, ნოდარ ჭიჭინაძე და პაატა ქურდაძე.

„აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა მაღლაფერიძემ.