დონალდ ტრამპმა იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრისას ალიანსს ვაშინგტონის მხრიდან მხარდაჭერა გამოუცხადა

დონალდ ტრამპმა იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრისას ალიანსს ვაშინგტონის მხრიდან მხარდაჭერა გამოუცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრისას ალიანსს ვაშინგტონის მხრიდან მხარდაჭერა გამოუცხადა, - იუწყება თეთრი სახლის პრესსამსახური.

„პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა ნატო-ს გენერალურ მდივანს ნატო-სადმი აშშ-ის მხარდაჭერაზე. ორივე ლიდერმა განიხილეს თუ როგორ შეუწყონ ხელი იმას, რომ ალიანსის ყველა წევრმა თავისი ფინანსური ვალდებულებები შეასრულოს“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ „მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო კოორდინაციაზე და თანამშრომლობაზე ყველა სპექტრის გამოწვევების აღმოფხვრაზე, რომლის წინაშეც ნატო დგას“.