"ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულთა ნაწილს დამწვარ შენობაში შესვლის შესაძლებლობა პირველად მიეცა

გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შედეგად, ”ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულთა ნაწილს დამწვარ შენობაში შესვლის შესაძლებლობა პირველად მიეცა. მათთან ერთად შენობაში სამაშველო სამსახურების წარმომადგენლებიც შევიდნენ.

რამდენიმე ადამიანმა საკუთარი ნივთების ნაწილის გამოტანა შეძლო. მათი განცხადებით, ძვირფასი ლითონები დამდნარია, თუმცა ფიქრობენ, რომ იმის გარკვევას შეძლებენ, ვისი კუთვნილია ესა თუ ის ნივთი.

რაც შეეხება პროცესს, დაბნელების შემდეგ დაზარალებულების დამწვარ შენობაში შეშვება შეწყდება და პროცესი ხვალ დილიდან გაგრძელდება.

პარალელურად, უსაფრთხოების მიზნით, შენობის შემოღობვითი სამუშაოები გრძელდება.