კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალური განცხადება

სამგორის რაიონში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, „ჰუალინგის" მიმდებარედ, მკვეთრი ტემპერატურული ცვლილებების გამო, კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" 1400 მმ-იანი ფოლადის მაგისტრალური წყალსადენი დაზიანდა.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფები და ქსელის აღსადგენად ტექნიკური  სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 4 თებერვალს, საღამოს 22:00 საათიდან, ხვალ, 5 თებერვლის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

კრწანისის რაიონში:

ქვემო და ზემო ფონიჭალას, გიგანტის, ზოოვეტის და სადგურიველის დასახლებებს.

სამგორის რაიონში:

ქიზიყის, ჟორესის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, გუმათჰესის, ცისკარიშვილის, რამაზ წურწუმიას, ქინძმარაულის და მიმდენარე ქუჩებს, აეროდრომის და მიმდებარე დასახლებებს, სოფლებს: გამარჯვებას, გაჩიანს, ახტაკლიას, კარატაკლიას და ფოლადაანთ კარს, ზემო პლატოს დასახლებას და მიმდებარე ქუჩებს. 
ვარკეთილის მეურნეობას, ორხევს, თეთრიხევის, ალექსეევკას და აეროპორტის დასახლებებს, კახეთის გზატკეცილს, ლილოს დასახლების ნაწილს და ორხევის ქუჩების ნაწილს.


წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  - http://www.gwp.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.