კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალური განცხადება

ვაკის რაიონში, ქავთარაძის ქ. N 29-თან, კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" 500 მმ-იანი ფოლადის მაგისტრალური წყალსადენი დაზიანდა.

დაზიანება ტემპერატურის მკვეთრმა ცვლილებამ გამოიწვია.

ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფები და ქსელის აღსადგენად ტექნიკური  სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 4 თებერვალს, საღამოს 19:15 საათიდან, ხვალ, 5 თებერვლის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში:

ლორთქიფანიძის, ქავთარაძის და თავხელიძის ქუჩებს,  ვაჟა-ფშაველას მე-2 კვარტალს, ვაჟა-ფშაველას გამზ. N70-78-ს. ყაზბეგის გამზ.  N32-46-ს (შანხაის დასახლება).

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  - http://www.gwp.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.