შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორის ელგუჯა დავითაძის განცხადება

შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორის ელგუჯა დავითაძის განცხადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს
ასლი: საქართველოს განათლების მინისტრს ბატონ ალექსანდრე ჯეჯელავას
ასლი: საქართველოს სახალხო დამცველს ბატონ უჩა ნანუაშვილს
ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორის
ელგუჯა დავითაძის


განცხადება

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

იძულებული ვართ, თქვენი ყურადღება მივაპყროთ იმ უკანონობაზე, რომელიც ხორციელდება ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მიმართ, აღნიშნული სკოლა 23 წელია ფუნქციონირებს  და დღეისათვის მასში 340 მოსწავლე  სწავლობს.

2017 წლის  3 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გამართულ საბჭოზე მიიღებული იქნა გადაწყვეტილება შაჰინის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის  შეჩერების თაობაზე. ავტორიზაციის შეჩერება საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ   6 არაქართველი მოსწავლე თურქულენოვანი კლასებიდან  გადაყვანილ იქნა ქართულ კლასებში, მაშინ როდესაც რაიმე კანონი ან რეგულაცია სექტორის ცვლასთან დაკავშირებით არ არსებობს, ხოლო თურქული სექტორის გაუქმება და მოსწავლეების ქართულ სექტორზე გადაყვანა სწორედ  ავტორიზაციის საბჭოს 2015 წლის 04 სექტემბრის  გადწყვეტილების შესაბამისად განხორციელდა. 

 ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ წინასწარ დაუგეგმავი მონიტორიგის პროცესი სკოლაში ბოლო თვეების განმავლობაში  რატომღაც მესამედ განხორცილდა  ხელოვნურად შექმნილი  და    არარსებული საფუძვლებიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე,  ჩნდება ეჭვი, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილია  რათა შეიზღუდოს და აიკრძალოს  შაჰინის სკოლის მუშაობა საქართველოში.

მოგმართავთ თხოვნით,  თქვენს პირად კონტროლზე აიყვანოთ და დაიცვათ სკოლის 340 მოსწავლის, მათი მშობლებისა და პედაგოგების კანონიერი უფლებები. არავის  მისცეთ უფლება  უკანონდ დახუროს სკოლა, რომელიც უკვე მრავალი წელია ქვეყნის სამსახურშია და არ შეიზღუდოს  სკოლის მუშაობა, სადაც საქართველოს ღირსეული მოქალაქეები იზრდებიან.

 პატივისცემით,
ელგუჯა დავითაძე
04.02.2017