დავით ბაქრაძე ატლანტიკური საბჭოს დიპლომატიური ლიდერობის საბჭოს ახალ წევრად მიიწვიეს

დავით ბაქრაძე ატლანტიკური საბჭოს დიპლომატიური ლიდერობის საბჭოს ახალ წევრად მიიწვიეს

აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე ატლანტიკური საბჭოს დიპლომატიური ლიდერობის საბჭოს ახალ წევრად მიიწვიეს. 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე ატლანტიკური საბჭოს სტრატეგიული სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა. 

საგარეო უწყების ინფორმაციით, დავით ბაქრაძემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა. ელჩი საკუთარ გამოსვლაში ასევე შეეხო აშშ-საქართველოს ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის, ასევე ეკონომიკისა და ხალხთა შორის ურთიერთობის სფეროებში.

„სესიის დაწყებამდე საქართველოს ელჩი ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტს ფრედერიკ კემპს ესაუბრა, რომელმაც დავით ბაქრაძე ატლანტიკური საბჭოს დიპლომატიური ლიდერობის საბჭოში ახალ წევრად მიიწვია. აღნიშნული ინიციატივის მიზანია ტრანსატლანტიკური თანამეგობრობისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად დიპლომატიური კორპუსის აქტიური ჩართვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.