დონალდ ტრამპი დღეს პეტრო პოროშენკოსთან სატელეფონო საუბარს გამართავს

დონალდ ტრამპი დღეს პეტრო პოროშენკოსთან სატელეფონო საუბარს გამართავს

 აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან სატელეფონო საუბარს გამართავს, - იუწყება თეთრი სახლის პრესსამსახური. 

ტრამპი შაბათ-კვირას ფლორიდაში თავის ვილაზე ატარებს. 

„16:45-ზე შედგება სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენთთან პეტრო პოროშენკოსთან“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. 

დღესვე, დონალდ ტრამპი სატელეფონო საუბარს იტალიის პრემიერ-მინისტრ პაოლო ჯენტილონისთან გამართავს.