„ჭეშმარიტი ამერიკელობისთვის“ ამერიკელების მესამედი ქრისტიანობას ასახელებს

„ჭეშმარიტი ამერიკელობისთვის“ ამერიკელების მესამედი ქრისტიანობას ასახელებს

ამერიკელების დაახლოებით მესამედი მიჩნევს, რომ აუცილებელია იყო ქრისტიანი, რათა „ჭეშმარიტ ამერიკელად“ ითვლებოდე. ამას მოწმობს კვლევითი ცენტრი „Pew“-ს გამოკითხვების შედეგები, რომელსაც „NBC News“ აქვეყნებს.

გამოკითხულთა 32 % ქრისტიანობას ეროვნული იდენტობისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევს. გამოკთხულთა ამდენივე ნაწილი მიიჩნევს, რომ ეროვნული იდენტობისთვის აუცილებელია ადამიანი ამერიკაში იყოს დაბადებული. ამ ადამიანების აზრით, სწორედ ის არის „ჭეშმარიტი ამერიკელი“, ვინც აშშ-ში დაიბადა. აღსანიშნავია, რომ ჭეშმარიტი ამერიკელობის ამ გამოვლინებას ამერიკელთა უფროსი თაობა და უმაღლესი განათლების ადამიანები ემხრობიან.