ვის მოუვიდა აზრად ასეთი იდიოტობა, რომ მე და სააკაშვილი ცალ-ცალკე ოთახებში ვსხდებით და ”ვაიბერით” ვუმესიჯებთ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებს

ვის მოუვიდა აზრად ასეთი იდიოტობა, რომ მე და სააკაშვილი ცალ-ცალკე ოთახებში ვსხდებით და ”ვაიბერით” ვუმესიჯებთ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებს

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე გავრცელებულ ”ვაიბერ” მიმოწერას, სადაც თითქსოდა ის მიხეილ სააკაშვილს ესაუბრება, ფაბრიკაციას უწოდებს.

როგორც დავით საყვარელიძემ ”რუსთავი 2”-თან სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, ადრე თუ გვიან ყველაფერი გაირკვევა. ”გაირკვევა ის ადამიანები, ვინც ამ დანაშაულებრივ საქმეში აქტიურობენ. გაირკვევა ის ადამიანები, ვინც მოსამართლეებზე ზეწოლას ახდენენ, გაირკვევა ის ხალხი, ვინც ”რუსთავი 2”-ის წართმევის სქემაში აქტიურად მონაწილეობს.

ვის მოუვიდა აზრად ასეთი იდიოტობა, რომ მე და მიხეილ სააკაშვილი ცალ-ცალკე, გვერდიგვერდ ოთახებში ვსხდებით, ერთმანეთს თითქოს ”ვაიბერით” ვუმესიჯებთ მოსამართლეების (რომელსაც არ ვიცნობ, სახელებიც პირველად გავიგე) ზეწოლის ფაქტებს.

ბავშვისთვისაც კი გასაგებია რა ხდება. დაიწყო ახალი შეტევის კამპანია ”რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ და ისე, როგორც ”რუსთავი 2”-მა და თავისუფალმა სიტყვამ ბევრჯერ გაიმარჯვა საქართველოში, ამ შემთხვევაშიც გამარჯვება იქნება გარდაუვალი. ეს ადამიანები კი, ვინც დღეს ბრმად მიჰყვებიან ბიძინა ივანიშვილის დავალებებს, ამაზე პასუხს აგებენ აუცილებლად”, - განაცხადა დავით საყვარელიძემ.