„ეს მოსამართლეები აღარ წყვეტენ „რუსთავი 2“ -ის საქმეს, ამას წყვეტს პალატა სადაც 9 კაცია“

„ეს მოსამართლეები აღარ წყვეტენ „რუსთავი 2“ -ის საქმეს, ამას წყვეტს პალატა სადაც 9 კაცია“

რეჟისორ გოგა ხაინდრავას თქმით, ხელისუფლების დადანაშაულება, რომ ისინი „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებენ საფუძველს მოკლებული და არალოგიკურია.

როგორც ხაინდრავამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს „რუსთავი 2“-ის საქმეს დიდი პალატა განიხილავს.

„რომ ყოფილიყო რაიმე ტიპის სახელმწიფო ზეწოლა იმ მომენტში, როდესაც ამ მოსამართლეებს ებარათ რუსთავი 2- ის საქმე, მაშინ კიდევ რაღაცა ლოგიკა იქნებოდა იმაში, რომ საზოგადოებას ეჭვი შეჰპარვოდა მათ ქმედებაში და ეფიქრა ხომ არ მიმდინარეობდა ზეწოლა სახელმწიფოს მხრიდან, მაგრა ამ მოსამართლეებმა ეს საქმე აიცილეს (ეგეც საკითხავია რატომ) და გადასცეს პალატას, სადაც სამი კაცი არ არის, იქ ცხრა კაცია, ამიტომ უზენაესი მოსამართლეებზე ზეწოლამ დღეს გუშინ და გუშინ წინ, რაზეც გვარამია საუბრობს – აზრი დაკარგა. ეს მოსამართლეები აღარ წყვეტენ „რუსთავი 2“ -ის საქმეს ამ საქმეს წყვეტს პალატა სადაც 9 კაცია. ამიტომ ამ ზეწოლას მანამდე რომ ჰქონოდა ადგილი გასაგები იქნებოდა წუხილი დღეს რატომ უნდა ყოფილიყო ზეწოლა გაუგებარია“, – განაცხადა ხაინდრავამ.